„გვერდით დაგვიდექით“: ქართველმა ექიმებმა დახმარებისთვის ეკლესიას მიმართეს:

© photo: Sputnik / Stringerსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია - ეს დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანია, მიიჩნევენ ეპიდემიოლოგები

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ქართველი ეპიდემიოლოგები მიმართავენ წმინდა სინოდს და დახმარებას სთხოვენ ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში, განაცხადა ონლაინ-კონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„მინდა წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს ვთხოვო... რომ ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

  • ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca–ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მხოლოდ მედპერსონალი (54 ათასი ადამიანი) ექვემდებარება. ჯერჯერობით ქვეყანაში სხვა ვაქცინა არ არის, მაგრამ უნდა შემოვიდეს და მაშინ მოქალაქეს ექნება საშუალება თავად აირჩიოს, რომელი ვაქცინა გაიკეთოს.

მისი თქმით, აღდგომის პერიოდში ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის დამყოლობაში. და ეკლესიის როლი ახლაც მნიშვნელოვანია ამ პროცესში, მიიჩნევს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი.

თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გაბუნია: სამედიცინო პერსონალი აქტიურად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია - ეს დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანია.

საქართველოს მთავარი ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის კლინიკური კვლევები არ არის ბავშვებში და ორსულებში, ამიტომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ამ ორი ჯგუფის ვაქცინაციისგან თავს იკავებენ.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით მედიკოსებს, იაქტიურონ და აიცრან. მისი თქმით, ამ პროცესში ექიმების დაბალი აქტივობა უკავშირდება სკეპტიციზმს, ანტივაქსერულ მოძრაობას, რომელიც ძალიან ძლიერია მათ შორის ექიმებშიც.

  • ბოლო ინფორმაციით, სპეციალურ ბაზაში ვაქცინაციაზე დარეგისტრირდა 4500 მედმუშაკი, აქედან 1143 უკვე აიცრა.

გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შემოვა. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიპლომატიური არხების საშუალებით და კონტრაქტები უკვე შედგენილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0