ჯანმო მოუწოდებს, დააკვირდნენ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გვერდით ეფექტებს

© REUTERS / Florion Goga ვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
ორგანიზაციის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ცდების დროს Johnson & Johnson-ის ვაქცინამ სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური შტამების მიმართ 64-87%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შესაძლო გვერდით ეფექტებზე ყურადღება უნდა გამახვილდეს, აცხადებს ჯანმოს ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფი იმუნიზაციის საკითხებში.

ვაქცინაცია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
კულუმბეგოვი: ჩემთვის პანდემია დასრულდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში სპეციალისტებს ასევე მოუწოდებენ, ყურადღებით შეისწავლონ ალერგიული რეაქციები და სისხლის შედედების პრობლემები.

კერძოდ, ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის ტესტებს ჯერ არ უჩვენებია სერიოზული ალერგიული რეაქციების მრავალრიცხოვანი შემთხვევები, ერთეული შემთხვევის გარდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა.

ამავე დროს ექსპერტები აცხადებენ, რომ აცრილ პაციენტს უნდა დააკვირდნენ 15 წუთის განმავლობაში და არ აცრან ის ადამიანები, ვისაც ანამნეზში ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები ჰქონია. ექსპერტების თქმით, ვაქცინა არ შეიცავს არანაირ დანამატებს, ადიუვანტებს ან სახიფათო კონსერვანტებს და არის ჰალალური.

ამასთან ერთად ჯანმოს ექსპერტები დაჟინებით მოითხოვენ, გაგრძელდეს დაკვირვება „ანაფილაქსიურ შოკზე, თრომბოემბოლიის და სხვა სერიოზულ შემთხვევებზე, რომლებიც გამოვლინდება COVID-19-ზე ვაქცინაციის შემდეგ და ჰოსპიტალიზაციას ან გარდაცვალებას იწვევს“.

სპეციალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ცდების ჩატარების დროს Johnson & Johnson-ის ვაქცინამ სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური შტამების მიმართ 64-87%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ყველა ახალი ამბავი
0