ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს

© photo: Sputnik / Stringer100–ლარიანი კუპიურები
100–ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს (3.0%) ეტაპობრივად დაუახლოვდება, ვარაუდობენ ეროვნულ ბანკში.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5 პროცენტით განისაზღვრა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ფასების ზრდამ პროგნოზს გადააჭარბა: „საქსტატის“ ახალი მონაცემები>>

2020 წლის აპრილიდან მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, უკვე 2020 წლის აგვისტოში კი 8%-მდე დაიწია.

კომოანია Standard & Poor's -ს ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
როგორ აისახა პანდემია საქართველოს ეკონომიკაზე: S&P პროგნოზს აუარესებს

მიმდინარე წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა. ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება კი ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ, არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს (3.0%) ეტაპობრივად დაუახლოვდება.

როგორც ბანკში აღნიშნავენ, ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ სახეზეა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა. ეს ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში აისახება.

„ამასთან, პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, რაც ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებულ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე დამატებით წნეხს აჩენს. გარდა ამისა, მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებაც აძლიერებს ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს, რაც მომავალში, შესაძლოა, ინფლაციის ზრდაში აისახოს.

მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
რატომ არის ეროვნული ბანკი იპოთეკის სუბსიდირების გაგრძელების წინააღმდეგი

თუმცა ამ ეტაპზე, წლის განმავლობაში, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 28 აპრილს ჩატარდება. 

ყველა ახალი ამბავი
0