ზემო ლარსი დღეს: უამინდობა კვლავ პრობლემებს ქმნის

© photo: Sputnik / Stringerტრაილერები საქართველოს სამხედრო გზაზე
ტრაილერები საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გაჩერება აკრძალულია

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის  საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
როდის დათბება საქართველოში: სინოპტიკოსების პროგნოზი

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, ხოლო გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე - ზვავდამცავ გვირაბებში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0