თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოში 16-18 მარტს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ამ დღეებში ნავარაუდევია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.
18 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი ღელვა.
მთიან რეგიონებში წვიმებმა და თოვლის ინტენსიურმა დნობამ მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება შეიძლება გამოიწვიოს. დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე მოსალოდნელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში - თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება.