პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
15 მარტიდან კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თბილისის გარდა, ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში დაიწყო, ხოლო 17 მარტიდან  ყველა რაიონში განხორციელდება.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. Pfizer-ის ვაქცინას ქვეყანა მარტის ბოლოსთვის ელოდება.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
სერგეენკო: ვაქცინაციაზე ეფექტური საშუალება კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია

„პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი (54 ათასი ადამიანი) ექვემდებარება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

პირველი ექიმი, რომელმაც გუშინ, დილით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ზუგდიდში „ევექსის“ კლინიკის ექიმი იყო. პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია ჩაიტარეს ასევე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ყველა ახალი ამბავი
0