შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს 10–10 წლით პატიმრობა მიესაჯათ

© Sputnik / STRINGERსასამართლო შაქარაშვილის საქმეზე
სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
სასამართლო სხდომა დამნაშავეების ახლობლების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ისინი სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის მიმართ სასჯელი განსაზღვრა. 

მოსამართლე ბიძინა სტურუამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა არასრულწლოვნებისთვის სასჯელის მაქსიმალური ვადით – 12 წლით პატიმრობის აღკვეთის შესახებ და მათ თითოეულს 10 წლითა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
დამნაშავეა! შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს 16–16 წლით პატიმრობა შეეფარდათ

არასრულწლოვნებისთვის სასჯელის განსაზღვრა დამნაშავეების ახლობლების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომლებიც სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულის მიმართ 9 მარტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათგან სამ სრულწლოვანს – ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს 16–16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გასული წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.

საქმის მასალები

გამოძიების ვერსიით, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა ჩხუბი, რა დროსაც სცემეს ვახტანგ ჩიქოვანს, რომელმაც საკუთარი დამცირებისთვის შურისძიება გადაწყვიტა. ჩიქოვანმა თბილისიდან დასახმარებლად მოიხმო მეგობრები, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით რამდენიმე მანქანით წავიდნენ.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2020
შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთივე ბრალდებული დამნაშავეა – საქმის პროკურორი

სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი–ლესელიძე–სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.

პროკურატურის ვერსიით, მცხეთა–თბილისის ტრასაზე, ჩხუბის ადგილზე 15-20 წუთის სხვაობით ორი ავტომობილი მივიდა. ავტომობილების მგზავრებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის, რომელთა შორის იყო გიორგი შაქარაშვილი, ორი ჩხუბი მოხდა. ამის შემდეგ შაქარაშვილი აღარავის უნახავს.

გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

გიორგი შაქარაშვილის საქმის სამ ფიგურანტს შეიძლება ამნისტია შეეხოს>>

საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ 2020 წლის 11 აგვისტოს დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0