საქართველოში უცხოელების ანგარიშებთან დაკავშირებული თაღლითობის გამო ხუთი პირი გაასამართლეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სასამართლო
თბილისის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
სასამართლო გარჩევის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს 10 წლით, ორს - შვიდი წლით, ერთს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ხუთ მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა - საქმე ეხება 202 ათასი დოლარის თაღლითურ დაუფლებას უცხოელი პირების საბანკო ბარათების გამოყენებით, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოში მოქმედი სასტუმროების ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გენინსპექციამ თაღლითობისთვის ორგანიზებული ჯგუფი დააკავა – მათ შორის სამართალდამცველია

დამნაშავეები წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ. მათივე მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელზე, რომლებიც სასტუმრო მომსახურებას ეწეოდნენ, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გახსნეს საბანკო ანგარიშები და POS -ტერმინალისა და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემის მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ. ბოროტმოქმედებს წინასწარ მოპოვებული უცხოელების საბანკო ბარათების მონაცემები შეჰყავდათ, შემდეგ ისინი ბარათებიდან ხსნიდნენ თანხას და მათთვის სასურველ საბანკო ანგარიშებზე რიცხავდნენ.

მსჯავრდებულები მათ მფლობელობაში არსებული სასტუმროების ნომრებს არარსებული მომხმარებლების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრების დისტანციურად დაჯავშნის სერვისის მომწოდებელი პოპულარული ვებგვერდების მეშვეობით. ნომრების ჯავშნების მათ მიერვე ხელოვნურად გაზრდილი ტარიფის გადახდისას, მსჯავრდებულებს პოსტერმინალში და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემაში შეჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული საბანკო ბარათების მონაცემები, რა გზითაც ბარათებიდან ჩამოჭრილ დიდი ოდენობით თანხებს წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად ინაწილებდნენ.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ზემოაღნიშნული ქმედებით დამნაშავეებმა საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 671.153 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს.

2018 წლის 17 ივნისიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში, თანხის ნაწილი სწრაფი ფულადი გზავნილების სახით რუსეთის ფედერაციაში გაუგზავნეს დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს, რითაც მოახდინეს 64.472 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

შედეგად, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორ დამნაშავეს 10 წლით, ერთს - 8 წლით, ორს შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ყველა ახალი ამბავი
0