თბილისი, 4 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დოკუმენტების გაყალბებისა და თაღლითობისთვის ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს, რომელთა შორის ერთი-ერთი სამართალდამცველია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.
უწყების ცნობით, გამოძიება დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.