„ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და პოლიტიკოსები. ისინი რეგულარულ აქციებს მართავენ უკვე ოთხ თვეზე მეტია და მშენებლობის მახლობლად კარვების ქალაქიც მოაწყვეს.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მტკიცებით, ეს სეისმურად აქტიური ზონაა და სამშენებლო სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება. ისინი ასევე აცხადებენ, რომ პროექტის შემუშავებისას დაშვებულია შეცდომები.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ თურქულმა კომპანიამ ENKA Riniubels, მისმა წარმომადგენლებმა და თანამშრომლებმა დატოვონ რაიონი, ხოლო საქართველოს მთავრობამ გამოიხმოს ნამახვანის ჰესის კასკადის მშენებლობის ნებართვა. ისინი ასევე მოითხოვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA-ს და ნორვეგიულ კომპანიას Clean Energy Group ნამახვანის ჰესის კასკადის შემუშავების, მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის ნებართვა მისცა. კასკადმა უნდა დააკავშიროს ქვემო ნამახვანის (333 მეგავატი) და ზემო ნამახვანის (100 მეგავატი) ჰიდროელექტროსადგურები.
იგეგმება, რომ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება. მშენებლობაში 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.