მრავალათასიანი აქცია ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში - ვიდეო

გამოწერა
ქუთაისის ცენტრში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი მშენებლობის ნებართვის ანულირებასა და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. დაწვრილებით - იხილეთ ვიდეო

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ ადგილობრივი მკვიდრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და პოლიტიკოსები. ისინი საპროტესტო აქციებს უკვე ოთხი თვეა მართავენ და მშენებლობის მახლობლად კარვების ქალაქიც მოაყწვეს.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგები ამტკიცებენ, რომ ეს სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება. ისინი ასევე აცხადებენ, რომ პროექტის შემუშავებისას შეცდომებია დაშვებული

დემონსტრანტები მოითხოვენ, დატოვოს თურქულმა კომპანიამ Enka Riniubels ხეობა, ხოლო საქართველოს მთავრობამ ჰესის მშენებლობის ბრძანებულება გამოიხმოს.

საქართველოს მთავრობამ 2019 წელს თურქული კომპანია ENKA-სთვის და ნორვეგიული კომპანია Clean Energy Group-ისთვის ნამახვანი ჰესის შემუშავების, მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის ნებართვა წარმოადგინა.კასკადი მდინარე რიონზე ორ ჰიდროელექტროსადგურს დააკავშირებს: ქვემო ნამახვანი 333 მეგავატი სიმძლავრითა და ზემო ნამახვანი 100 მეგავატი სიმძლავრით. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება. კასკადის მშენებლობაში 750 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

ყველა ახალი ამბავი
0