„მოგიწოდებთ გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა“: გამყრელიძე მედმუშაკებს მიმართავს

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
გამყრელიძის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა და კორონავირუსს ბევრი გამორჩეული ექიმი ემსხვერპლა.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

საქართველოში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი ექვემდებარება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

„თითოეულ თქვენგანს, ყველა ჩემს კოლეგას მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, საკუთარი მაგალითით მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს აცრისკენ. პირადი ქცევით ვუჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას იმუნიზაციის მნიშვნელობა და მისი როლი პანდემიის დამარცხების გზაზე, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
„აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" – ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

გამყრელიძის თქმით, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა და კორონავირუსს ბევრი გამორჩეული ექიმი ემსხვერპლა.

„მიუხედავად ინფექციის მასშტაბის გარკვეული შემცირებისა, ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ პანდემიის დასრულებამდე. დღესდღეობით ეფექტური და მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული გზა ამ დაავადებასთან ბრძოლაში არის ვაქცინაცია, რომელიც ყველა დროის კაცობრიობის მონაპოვარსა და უდიდეს სამედიცინო მიღწევათა შორის არის შესული“, – წერს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, იმუნიზაცია იცავს მოსახლეობას მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისგან, რამაც საშუალება მისცა მსოფლიოს მოსახლეობას, აღეკვეთა მრავალი შესაძლო ინფექციური დაავადებების ეპიდაფეთქება.

„იმედი მაქვს, შევძლებთ ქვეყნის კეთილდღეობისათვის ჩვენი წილი პასუხისმგებლობის გაზიარებას, მაგალითის მიცემას და ერთობლივად დავამარცხებთ 21-ე საუკუნის ამ საშიშ გამოწვევას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში ვაქცინაციის პირველ დღეს >>

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მხოლოდ მედპერსონალს ჩაუტარდება და იგი ნებაყოფლობითი იქნება. ვაქცინაციას სამედიცინო პერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება.

პირველი ექიმი, რომელმაც ამ დილით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ზუგდიდში „ევექსის“ კლინიკის ექიმი იყო. პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია ჩაიტარეს ასევე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ყველა ახალი ამბავი
0