მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ

© Sputnik / Levan Avlabreliელენე ლუხუტაშვილის ნახატი
ელენე ლუხუტაშვილის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
ქართველი მხატვარი ქალი თავის ნახატებს ქმნიდა ზეთითა და საღებავებით, სხვადასხვა ფერის ქვებით, ქვიშით, მინით, თიხის ჭურჭლის ნამსხვრევებით...

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმ „ელიკოს“, რომელიც თვითნასწავლ მხატვარს ელენე ლუხუტაშვილს ეძღვნება, მოსკოვში 17 მარტს აჩვენებენ, ნათქვამია რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის განცხადებაში.

© Sputnik / Levan Avlabreliელენე ლუხუტაშვილის ნახატი
მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ელენე ლუხუტაშვილის ნახატი

ჩვენების ორგანიზატორები არიან პროექტი „კინომანია“ (Мания Кино) და რუსეთში ქართული დიასპორის კულტურის დეპარტამენტი Chveni Saunje. მაყურებელს ფილმს წარუდგენენ კინოს ექსპერტი გიორგი ნერსესოვი და რეჟისორი დენის ნერობეევი.

© Sputnik / Levan Avlabreliელენე ლუხუტაშვილის ნახატი
მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ელენე ლუხუტაშვილის ნახატი

„სამყარო, რომელსაც ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვარი ელენე ლუხუტაშვილი ქმნის, კარდინალურად განსხვავდება იმ კაშკაშა ტურისტული სურათებისგან, რომელსაც საქართველოში ტურისტები მიეჩვივნენ. ამ თელაველი ბრძენი ქალის ყოფასა და ცხოვრებისეულ ფილოსოფიაში ჩაღრმავება ფილმს განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

© Sputnik / Levan Avlabreliელენე ლუხუტაშვილის ნახატი
მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ელენე ლუხუტაშვილის ნახატი

კინოფილმის სპეციალური ჩვენება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე მოსკოვის ეროვნებათა სახლში გაიმართება. მაყურებელმა სეანსზე დასასწრებად ონლაინ–რეგისტრაცია უნდა გაიაროს.

ელენე ლუხუტაშვილი 2019 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თავის ნახატებს ქმნიდა ქვებისგან, ქვიშისგან, მინისგან, თიხის ჭურჭლის ნამსხვრევებისგან, კანფეტების შესაფუთი ქაღალდებისგან.

© Sputnik / Levan Avlabreliელენე ლუხუტაშვილის ნახატი
მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ელენე ლუხუტაშვილის ნახატი

მისი ნახატების გმირები არიან საქართველოს მეფეები, ბიბლიური სიუჟეტები, ფრინველები და ცხოველები, ასევე შიშველი ქალები ბუნებაში.

1990-იან წლებში მხატვარი ორჯერ იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. მხატვარს თავის დროზე ძალიან სურდა ქალაქის ცენტრში კედლის მხატვრული გაფორმება, მასზე კახეთის ძველი და თანამედროვე ცხოვრების ასახვა, მაგრამ მისი იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა.

© Sputnik / Levan Avlabreliელენე ლუხუტაშვილის ნახატი
მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ელენე ლუხუტაშვილის ნახატი

ელენე ლუხუტაშვილის სახლის სარდაფში მისი 500-მდე ნამუშევარი ინახება. ამ ნამუშევრებს არ ყიდდა, რადგან მიაჩნდა, რომ ისინი ქალაქ თელავის საკუთრებაა.

© photo: Exhibition by Elena Lukhutashvili / FBელენე ლუხუტაშვილი და მისი ნახატები
მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ელენე ლუხუტაშვილი და მისი ნახატები

2016 წელს თბილისში, ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკაში მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0