21:52 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (971)
19810

ლუხუტაშვილი ნახატებს შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით, ცემენტის და ქვიშის გამოყენებით ქმნიდა

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. თელავში ცნობილი ქართველი თვითნასწავლი მხატვარი ელენე ლუხუტაშვილი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ მხატვრის ერთ-ერთმა მეგობარმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

„წავიდა. შეუერთდა იმ დიდ ხელოვანთა რიგს, რომელთაც შექმნეს ეპოქა. დიახ, ელენე ბებიამ თავისი უბრალოებით და თავისი დიდი ნიჭით შექმნა ეპოქა. უბრალო ქვის, თიხის, თეფშის, მინის ნატეხებით ქმნიდა დიდ შედევრებს. ან როგორ იტევდა ამხელა ცოდნას, რა წარმოსახვა ჰქონდა“, - დაწერა ლევან ცაკაშვილმა.

Картины из мусора художницы Элене Лухуташвили
© Sputnik / Levan Avlabreli
ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრები

ელენე ლუხუტაშვილი თვითნასწავლი მხატვარი იყო. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა – დედა მძიმედ დაავადდა, ხოლო მამამ მიატოვა ოჯახი. გოგონა არაერთხელ მოხვდა თავშესაფარში, ხოლო მისი ძმა და ტყუპისცალი და კი შიმშილით დაიღუპნენ.

მიუხედავად ამისა, ელენე ბავშვობიდანვე გაიტაცა ხატვამ, ხოლო იმის გამო, რომ საღებავებისა და ფანქრების შოვნა მისთვის ძალიან ძნელი იყო, მან სურათების შექმნა თელავის ქუჩებში გადაყრილი ნივთებისგან გადაწყვიტა.

Картины из мусора художницы Элене Лухуташвили
© Sputnik / Levan Avlabreli
ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრები

მას შემდეგ არაფერი შეცვლილა — ელენე ლუხუტაშვილი სურათებს ქმნიდა შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით, ცემენტისა და ქვიშის გამოყენებით, კანფეტების კაღალდებისგან.

მისი ნახატების გმირები არიან საქართველოს მეფეები, ბიბლიური სიუჟეტები, ფრინველები და ცხოველები, ასევე შიშველი ქალები ბუნებაში.

1990-იან წლებში მხატვარი ორჯერ იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. მხატვარს თავის დროზე ძალიან სურდა ქალაქის ცენტრში კედლის მხატვრული გაფორმება, მასზე კახეთის ძველი და თანამედროვე ცხოვრების ასახვა, მაგრამ მისი იდეის განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა.

Художница Элене Лухуташвили показала в Тбилиси свои работы из подручных предметов
© Sputnik / Levan Avlabreli
ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრები

ელენე ლუხუტაშვილის სახლის სარდაფში მისი 500-მდე ნამუშევარი ინახება. ამ ნამუშევრებს არ ყიდდა, რადგან მიაჩნდა, რომ ისინი ქალაქ თელავის საკუთრებაა.

2016 წელს თბილისში ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკაში მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა.

თემები:
საქართველო და კულტურა (971)

მთავარი თემები