თბილისი, 14 მარტი - Sputnik. კასპის ერთ-ერთ სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც შსს-ში Sputnik-საქართველოს აცნობეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე, „განზრახ მკვლელობის“ მუხლით, რომელიც 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
Rustavi2-ს მონაცემებით, წინასწარი მონაცემებით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი მუცლის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გახდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, დაღუპული მამაკაცი პატიმრობას ოჯახში ძალადობის გამო იხდიდა და დაახლოებით ერთი თვის წინ გათავისუფლდა.