შსს „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართავს

© Sputnik / STRINGERაქცია ქუთაისში
აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
გამოწერა
„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი უკვე მეოთხე თვეზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა მიაღწიეს იმას, რომ დამატებით კვლევებამდე კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ქუთაისში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

„საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
„ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვეს

ქუთაისში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ქალაქის მთავარ მოედანზე სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ათასობით ადამიანია შეკრებილი.

დღემდე არსებულ მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი - გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ თურქულმა კომპანიამ Enka Riniubels დატოვოს ხეობა, ხოლო საქართველოს მთავრობამ გააუქმოს განკარგულება „ნამახვანი ჰესების კასკადის“ მშენებლობის შესახებ. 

ამ დროისათვის აქციაზე მშვიდი ვითარებაა. შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოდიან საზოგადო მოღვაწეები, აქტივისტები, ენერგეტიკის და მომიჯნავე სფეროების სპეციალისტები.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA–სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group–ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს - ცაგერის და წყალტუბოს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0