ტიკარაძე: აუცილებლად ავიცრები, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის

© Government of Georgiaეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გამოწერა
ცენტრის პორტალზე დარეგისტრირებული პირველი ადამიანი დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი, თამარ გიორგაძეა და ორშაბათს ის ერთ-ერთი პირველი გაიკეთებს ვაქცინას.

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები, თუმცა ვთვლი, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

 AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გამყრელიძე: კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებს მიეცემათ დამადასტურებელი ცნობა

საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო COVID-19-ს საწინააღმდეგო AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა. ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება. 15 მარტიდან კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

„შევეცდები, რომ არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით. ის ვაქცინა, რომელიც შეიძლება სხვისთვის გაცილებით უფრო მეტი ეფექტის მომტანი იყოს, არ ვისარგებლო ამ პრიორიტეტით. თუმცა, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის, რა თქმა უნდა, მე უარს არ ვიტყვი ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ასევე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, პირველივე შესაძლებლობისთანავე აიცრება.

„ერთი წელი შესრულდა, რაც დაიწყო პანდემია, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, დღეში ორ პაციენტს მაინც ვნახულობ და დღემდე მოვიტანე თავი, რომ არ ვარ ინფიცირებული. აქედან გამომდინარე, მე მიწევს აცრა და რა თქმა უნდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
AstraZeneca-ს პირველი პარტია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
ვაქცინა შემოვიდა: რა გეგმით დაიწყება ვაქცინაცია საქართველოში

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მზადაა 9 სამედიცინო დაწესებულება, რომელთა რაოდენობა ახლო მომავალში 15-მდე გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0