სომხეთის საგარეო უწყების შენობის პერიმეტრს პოლიციის კორდონი იცავს

© photo: Sputnik /  / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია მიტინგზე ერევანში
პოლიცია მიტინგზე ერევანში - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გამოწერა
სამინისტროსთან საპროტესტო აქციის ჩაშლის მიზნით მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ქუჩაზე, სადაც მდებარეობს შენობა, რამდენიმე ასეული სამართალდამცველი იმყოფება

თბილისი, 13 მარტი - Sputnik. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის ირგვლივ პოლიცია დგას - სამართალდამცველების მობილიზება საჭირო გახდა საპროტესტო აქციის გამო, რომელიც უწყებაში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოსალოდნელ მისვლას უკავშირდება, იუწყება Sputnik-სომხეთი.

არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
სომხეთის პრეზიდენტმა ოპოზიცია და პრემიერი შეხვედრაზე მიიწვია

მანამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, 13 მარტს შეიკრიბონ  საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რათა პრემიერს სამუშაო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცენ.

ამჟამად უწყების შენობასთან რამდენიმე ათეული მომიტინგე იმყოფება. ისინი საპროტესტო აქციას პოლიციის კორდონთან მართავენ.

სამინისტროს შენობის სახურავზე სნაიპერები იმყოფებიან. ისინი მომიტინგეებმა და ფოტოკორესპონდენტებმა დააფიქსირეს, იუწყება სააგენტო.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში

მორიგი საპროტესტო აქციები ერევანში რუსული წარმოების „ისკანდერების“ შესახებ ფაშინიანის გაუფრთხილებელი გამონათქვამის შემდეგ დაიწყო. მან განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დროს მოწოდებული ტექნიკა გაუმართავი იყო. მოგვიანებით ფაშინიანმა განაცხადა, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
სომხეთის პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია

მასმედიის მონაცემებით, სომხეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ დასცინა პრემიერს, რის გამოც ფაშინიანმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მან გენშტაბის ხელმძღვანელის ონიკ გასპარიანის გათავისუფლების ბრძანებაც მოამზადა, თუმცა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და ის თავისი არგუმენტებითურთ პრემიერის აპარატს დაუბრუნა.

მთავრობის მეთაურმა ხელმეორედ გაუგზავნა დოკუმენტი პრეზიდენტს, მან კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თუმცა, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში უშუალოდ გასპარიანის გადაყენების შესახებ ბრძანებულების პროექტი არ გაასაჩივრა და განაცხადა, რომ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის კომპეტენციას წარმოადგენს როგორც იურიდიული პროცედურების თვალსაზრისით, ისე საკონსტიტუციო პასუხისმგებლობის და პოლიტიკური შედეგების კუთხით.

მანამდე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, თავის მხრივ, ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს. მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა ეს შეაფასა, როგორც გადატრიალების მცდელობა და თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ამასობაში ოპოზიციამ პარლამენტთან ბარიკადები აღმართა და კარვები გაშალა. ისინი ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად არ არიან განწყობილი და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0