სომხეთის პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsარმენ სარქისიანი
არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ცოტა ხნის წინ კორონავირუსი მძიმედ, გართულებებით გადაიტანა.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ერევნის სამედიცინო ცენტრ „ასტხიკში“ გამოკვლევას იტარებს. ამის შესახებ Sputnik–სომხეთს პრეზიდენტის თანაშემწე ასმიკ პეტროსიანმა განუცხადა.

მანამდე გაზეთი „გრაპარაკი“ იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტს გულის პრობლემები გაუჩნდა და მას სტენტირების ოპერაციას უკეთებენ.

არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
სომხეთის პრეზიდენტმა ოპოზიცია და პრემიერი შეხვედრაზე მიიწვია

„პრეზიდენტს გართულებები აქვს კორონავირუსის გამო. ახლა ის სამედიცინო ცენტრ „ასტხიკში“ კვლევებს იტარებს“, – განაცხადა პეტროსიანმა და ამით უარყო გავრცელებული ხმები ოპერაციის შესახებ.

სარქისიანს კორონავირუსი იანვრის დასაწყისში, ლონდონში ყოფნისას დაუდასტურდა. ის იზოლირებული იყო და ლონდონელი ექიმების კონტროლით მკურნალობდა. ვირუსი მან გართულებებით გადაიტანა. სომხეთში პრეზიდენტი 9 თებერვალს დაბრუნდა.

ამავე დროს, პრეზიდენტს დიდი როლი აკისრია სომხეთში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში. სარქისიანმა თავის რეზიდენციაში 13 მარტს მიიწვია პრემიერი, საპარლამენტო ძალებისა და ოპოზიციური „მოძრაობა სამშობლოს გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელები. მათ სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე უნდა იმსჯელონ.

ყველა ახალი ამბავი
0