„სინათლე გვირაბის ბოლოს“: ზურაბიშვილი ვაქცინის პირველი პარტიის მოწოდებას გამოეხმაურა

© photo : courtesy of press-service of Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgia AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტიის მიღება
 AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტიის მიღება - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გამოწერა
საქართველოში ვაქცინაციის პროცესისთვის შერჩეულია 82 დაწესებულება, აქედან ვაქცინაცია 15 მარტიდან პირველ ეტაპზე 29 ცენტრში დაიწყება.

თბილისი, 13  მარტი – Sputnik. ეს არის „სინათლე გვირაბის ბოლოს“, ასე გამოეხმაურა ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
ტიკარაძე: აუცილებლად ავიცრები, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის

საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო COVID-19-ს საწინააღმდეგო AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა. ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება. 15 მარტიდან კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

„მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთაც ეს შესაძლებელი გახადეს. ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს წინ, თუმცა მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და დავძლევთ ამ კრიზისს სოლიდარობის მეშვეობით. ვაქცინა დაამარცხებს ვირუსს“, – წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი.

ყველა ახალი ამბავი
0