თბილისის მერიამ ბინა 1 ლარად კიდევ 55 ოჯახს დაუკანონა

© photo: Sputnik / Stringerსაბურთალოს რაიონი
საბურთალოს რაიონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება და  მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ

 

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. დედაქალაქის მერია იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებთ, საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად გადასცემს, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. 

თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
როგორ მივიღოთ თბილისში ბინა ერთ ლარად: ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა

ამჯერად საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 55 ოჯახს დაუკანონდა – საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ოჯახებს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა.

 

კალაძის განცხადებით, აღნიშნული სოციალური პროგრამით 2018 წლიდან დღემდე უკვე 1,5 ათასზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა და საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ დაიკანონონ ის საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ, დაუკავშირდნენ თავიანთი რაიონის გამგეობებს.  ეს იყო ჩემი წინაასაარჩევნო დაპირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფართების დაკანონების სურვილი აქვს, თბილისის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა ექნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0