საბერძნეთში ისევ მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშიათენი
ათენი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ თესალიაში მდებარეობდა, სადაც ცოტა ხნის წინ თითქმის 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საბერძნეთში პარასკევს 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება РИА Новости ათენის ეროვნული ობსერვატორიის გეოდინამიკის ინსტიტუტზე დაყრდნობით.

მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი დროით 14:57 საათზე დაფიქსირდა. სწორედ აქ მოხდა 3 მარტს 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა.

საქართველო საბერძნეთს მძლავრი მიწისძვრის გამო უთანაგრძნობს>>

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ელასონთან ახლოს მდებარეობდა.

ინფორმაცია გარდაცვლილების, დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0