საქართველო საბერძნეთს მძლავრი მიწისძვრის გამო უთანაგრძნობს

© REUTERS / THANOS FLOULISმიწისძვრის შედეგები საბერძნეთში
მიწისძვრის შედეგები საბერძნეთში - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში ოთხშაბათს 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრის თავდაპირველი მაჩვენებელი – 5,9 მაგნიტუდა – მოგვიანებით შეიცვალა და კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე აიწია

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter–ის მეშვეობით საბერძნეთს მხარდაჭერა გამოუცხადა ძლიერი მიწისძვრის გამო.

​საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში ოთხშაბათს 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრის თავდაპირველი მაჩვენებელი 5,9 მაგნიტუდა იყო, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა უფრო მაღალი მაჩვენებლით.

ძლიერი მიწისძვრა და ნგრევა საბერძნეთის თესალიაში - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
ძლიერი მიწისძვრა და ნგრევა საბერძნეთის თესალიაში – ვიდეო

ადგილობრივი მასმედია იუწყებოდა, რომ ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სოფლები დაინგრა – მიწისძვრამ დაანგრია სახლები, ეკლესიები, ასევე გამოიწვია ღვარცოფები.

„საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს საბერძნეთს ამ მძიმე დღეებში. ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთან არის, რომლებიც მძიმე მიწისძვრის გამო დაზარალდნენ. ბერძენ ხალხს სიმამაცესა და გამძლეობას ვუსურვებთ ამ მძიმე გამოცდის პერიოდში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თესალიაში იყო. მიწისძვრა იგრძნობოდა ალბანეთში, კოსოვოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროში.

ყველა ახალი ამბავი
0