„ნაცმოძრაობამ“ მოლაპარაკებებზე საკუთარი მოთხოვნების შესახებ განაცხადა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოს ვითარებაზე გავლენის მოხდენას, მაგრამ უშედეგოდ

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები – ეს იყო ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განხილვის თემები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე.

დანიელსონი თბილისში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლის შესასრულებლად ჩამოვიდა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან წარმატებული მოლაპარაკების იმედი აქვს

„ჩვენი პოზიცია თქვენთვის ცნობილია. პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს. ეს მოითხოვს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას მაგალითად, წარმოადგენდეს ნიკა მელია და შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება – გიორგი რურუა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. გარდა ამისა, ვადამდელი არჩევნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ამ პოზიციის გადახედვა არ მომხდარა“, – განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე არჩევნების მიღწევის გზები განიხილეს.

სამადაშვილმა განაცხადა, რომ მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სრული პოლიტიკური ნება, რომ მედიაციის პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, წარმატებით დასრულდეს.

ხელისუფლებამ შარლ მიშელის წარმომადგენელს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა>>

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ კი, რომელიც ასევე მონაწილეობდა შეხვედრაში, აღნიშნა, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო, რადგან მოლაპარაკებების დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
„პარტიების მთავარი ამოცანაა...“ – დანიელსონმა საქართველოში პირველი განცხადებები გააკეთა

სამნიძის განცხადებით, ისინი ძალზე დადებითად არიან განწყობილი, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. მისი თქმით, აქ არ არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, მთავარია ქვეყნის გამარჯვება და არა რომელიმე მხარის.

დასავლელი შუამდგომლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ვითარებაზე საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით ამას შედეგი არა აქვს. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიცია კვლავ უარს აცხადებს მისი შედეგების აღიარებაზე და ახალ კენჭისყრას მოითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს : „წითელ ხაზს“ უწოდებს, მიიჩნევს, რომ ბრალდებები არჩევნების გაყალბების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და მოლაპარაკებებში ოპოზიციას ყურადღების სხვა საკითხებზე კონცენტრირებას სთავაზობს.

ყველა ახალი ამბავი
0