„პარტიების მთავარი ამოცანაა...“ – დანიელსონმა საქართველოში პირველი განცხადებები გააკეთა

© Sputnik / Vladimir Umikashviliკრისტიან დანიელსონი
კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
როგორც შვედმა დიპლომატმა განაცხადა, საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევაა

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომაც ბრიუსელი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრით დაინტერესებულია, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე. 

კრისტიან დანიელსონისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
ხელისუფლებამ შარლ მიშელის წარმომადგენელს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა

შვედი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ დიალოგში მედიატორის მისიით ჩამოვიდა. სამი დღის განმავლობაში იგი ორივე მხარესთან გამართავს შეხვედრებს და ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვისთვის ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.

„ჩემი, როგორც პირადი წარმომადგენლის როლია დავეხმარო ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ახლა საქართველოში წარიმართება. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, რათა პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს შეეძლოს ამ მნიშვნელოვან საქმეში პროგრესის მიღწევა... საქართველო ევროკავშირისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ევროკავშირი საქართველი დიდ ყურადღებას უთმობს“, – აღნიშნა დანიელსონმა.

დიპლომატის თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული და ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დღეს, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური სიტუაცია.

„გვჯერა, რომ ახლა არის დრო, პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ღონე იხმარონ, რათა არსებული ჩიხიდან გამოსავალი კომპრომისის სახით იპოვონ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი, ისევე, როგორც ელჩ ჰარცელისა და ელჩ დეგნანის როლი მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმეა ჩვენი დახმარებით რთული სიტუაციებიდან გამოსვლის გზების პოვნა“, – განაცხადა დანიელსონმა.

მისი თქმით, მხარეებმა ამ დღეების განმავლობაში ნაყოფიერად უნდა იმუშაონ, რათა შედეგი იქნას მიღწეული.

„ჩემთვის მთავარია რით დავიწყებთ – ესაა მოსმენა“, – აღნიშნა დიპლომატმა.

დანიელსონმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან. 

კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში შეხვედრებს იწყებს

„დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. შემდეგ ვნახოთ, თუ როგორ შევძლებთ ამ პროცესის წინ წაწევისთვის ხელშეწყობას“, – განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი ამჟამად ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია შვედეთში, მანამდე კი მუშაობდა შვედეთის მუდმივ წარმომადგენლად. 2011 წელს დაინიშნა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ. 2013 წელს დანიელსონი გახდა გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.

შარლ მიშელი თბილისს ორდღიანი ვიზიტით 1 მარტს ეწვია. ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გარდა, მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ევროპელმა დიპლომატმა მხარეებს კომპრომისისა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების მოძიებისთვის ორკვირიანი ვადა მისცა.

ყველა ახალი ამბავი
0