თბილისი, 12 მარტი – Sputnik. 10–საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომისმთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა>>
მაშველებმა გომისმთაზე ასევე იპოვეს გარდაცვლილი ახალგაზრდაც.
დღეს დილით „112“–ში შევიდა შეტყობინება, რომ ოთხი ახალგაზრდა მთებში სანადიროდ გაემგზავრა და იქ ჩარჩა. ერთი ახალგაზრდა გაიყინა, სამი კი დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა უკან დაბრუნებას. მეხანძრე-მაშველების 10–კაციანი ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების – ძლიერი ქარიშხლისა და ცუდი ხილვადობის გამო სამაშველო ოპერაცია გართულდა.
უწყების ინფორმაციით, დაკარგულები მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. სამივე მათგანს აღენიშნება ჰიპოთერმია. მაშველებს დაშავებულები ავტომობილებამდე გადაჰყავთ, რათა მათ დროულად გაეწიოთ სამედიცინო დახმარება.