პასპორტში ქაღალდის სტიკერი ელექტრონული ვიზით შეიცვლება: ევროკომისია კონსულტაციებს იწყებს

© photo: Sputnik / Sergei Kirkachშენგენის ვიზა
შენგენის ვიზა - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
ევროკომისია საჯარო კონსულტაციებს იწყებს ქაღალდის სავიზო სტიკერების ელექტრონული ვიზებით შეცვლის თაობაზე

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ევროკომისია კონსულტაციებს იწყებს მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზების შემოღებასთან დაკავშირებით, იუწყება ევროპის კომისიის პრესსამსახური.

„ცვლილებები, რომლებიც ახლა განიხილება, გულისხმობს ციფრული ვიზის შემოღებას, რომელიც პასპორტში ქაღალდის სავიზო სტიკერს შეცვლის. ამით ევროკავშირში შესვლის ყველა მსურველს მიეცემა საშუალება, ვიზის მიღებაზე განაცხადი სრულად ონლაინ–რეჟიმში წარადგინოს“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ასეთი უკონტაქტო პროცედურა დროსა და თანხებს დაუზოგავს არა მარტო მოგზაურობის მსურველებს, არამედ საკონსულო დაწესებულებებსაც.

ბრიუსელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს შეუერთდა

ამასთან ელექტრონული ვიზები გაზრდის უსაფრთხოების დონეს ევროკავშირის გარე საზღვრებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო კონსულტაციები ელექტრონული ვიზების შემოღებასთან დაკავშირებით 11 მარტს დაიწყო და 3 ივნისამდე გასტანს. ევროკომისია საჯარო კონსულტაციების შედეგებზე საკუთარ წინადადებებს 2021 წლის ბოლომდე წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტი სავიზო პროცედურების სრულ გაციფრულებას 2025 წლამდე გულისხმობს. 

ყველა ახალი ამბავი
0