საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს შეუერთდა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
მიგრაციის ევროპული ქსელის დაფუძნების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივას ითვალისწინებს.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს (The European Migration Network – EMN) დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. მიგრაციის ევროპულმა ქსელმა საკუთარი არსებობის ისტორიაში პირველად თავის რიგებში მიიღო ევროპის ეკონომიკური ზონის არაწევრი ქვეყნები – საქართველო და მოლდოვა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გერმანიის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად საფრანგეთსა და ისრაელშიც დასაქმდებიან?

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, შეთანხმება წარმოადგენს მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის სფეროში ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. სამუშაო შეთანხმება აყალიბებს მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში ევროკომისიასა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული თანამშრომლობის პირობებს.

„მიგრაციის ევროპულ ქსელში საქართველოს მიღება საშუალებას მოგვცემს, ახალ პარტნიორებს გავუზიაროთ მიგრაციის მართვის საუკეთესო ევროპული გამოცდილება და, ამასთან, უკეთ გავიაზროთ მიგრაციის პერსპექტივები კავკასიის თვალსაზრისით“, – განაცხადა მიგრაციის ევროპული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა მონიკ პარიამ (Monique Pariat).

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მიგრაციის ევროპულ ქსელში ჩართვა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„მიგრაციის მართვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული ნიშანსვეტია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ამიტომაც ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება მიგრაციისა და განვითარების პრინციპს, რომელიც გულისხმობს მიგრაციის თანამედროვე ტენდენციებისა და მათზე რეაგირების შესაძლო გზების კვლევას, ანალიზს და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას. და ეს სწორედ ის მიმართულებებია, რა მხრივაც მიგრაციის ევროპული ქსელი წარმატებულად მოღვაწეობს“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მიგრაციის ევროპული ქსელი ევროკომისიის მიერ (ევროპული საბჭოს დავალებით) 2008 წლის 14 მაისს შეიქმნა, რომელიც მიზნად ისახავს მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის საკითხებზე სარწმუნო ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას ევროპის მასშტაბით – არსებული საჭიროებების შესაბამისად.

 

ყველა ახალი ამბავი
0