Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ... ამიკოს 15 წელია ვიცნობ“– ნინი შერმადინის ემოციური პოსტი

© Facebook / Nini Shermadiniნინი შერმადინი
ნინი შერმადინი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
ნინი შერმადინი, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოდან შორს ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილსა და ამიკო ჯანელიძესთან დაკავშირებით ემოციურ განცხადებას ავრცელებს.

ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილისა და ამიკო ჯანელიძის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს ეხმიანება. მომღერალი აღნიშნავს, რომ ის ამ პოსტით არავის მხარეს არ იჭერს, უბრალოდ გმობს ბულინგს, მით უფრო შვილების.

მომღერალი წერს, რომ პოლიტიკაში ვერ ერკვევა, არც საქართველოში აპირებს დიდი ხანი ჩამოსვლას და არც არავის მხარდაჭერას აპირებს ამ პოსტით, თუმცა მსგავსი რამ, რაც საქართველოში ხდება, არსად უნახავს.

„შეიძლება პოლიტიკოსი არ მოგწონდეს, ვერ იტანდე, გეზიზღებოდეს, მაგრამ იმის შვილებთან რა გვესაქმება? რატომ ვერ ვიტანთ ქართველები ერთმანეთს? ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ. განა რა გახდა, გვიყვარდეს ერთმანეთი… არ განვიკითხავდეთ და არ ვხოცავდეთ? გული მტკივა, სად წავიდა ის სტუმართმოყვარე, ერთგული და ყველაზე ლმობიერი და მიმტევებელი ერი რასაცს გვასწავლიდნენ ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები?“ – დაწერა მომღერალმა.

რაც შეეხება ამიკოს, ნინი შერმადინის თქმით, ალბათ, სულ მცირე 15 წელია იცნობს და თავმდაბალი, უშუალო და კეთილი ადამიანია. მისი მეგობარია და ძალიან უყვარს, რადგან მისი ძალადობა არავის გაუგონია.

ნინი შერმადინი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
„ესეც ჩემი საჯარო ბოდიში ...“ – რა შეემთხვა ნინი შერმადინს?

ნინი შერმადინი წლებია აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოში საკმაოდ იშვიათად ჩამოდის. მომღერალი ამერიკაში ერთ-ერთ ბანკშია დასაქმებული, თუმცა პარალელურად სიმღერისთვისაც იცლის ხოლმე.

ნინიმ 2020 წელს ორივე მშობელი დაკარგა. წლის დასაწყისში მამა, დეკემბერში კი კორონავირუსით დედა გარდაეცვალა. ნინი შერმადინს მამა აპრილში გარდაეცვალა. როგორც ინტერვიუებში ამბობდა, მას მეოთხე სტადიის ფილტვის სიმსივნე გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაუდგინეს.

ყველა ახალი ამბავი
0