ნინი შერმადინი რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი დედის მისამართით სინანულის შემცველ პოსტს აქვეყნებს. მომღერალი წერს, რომ ნანობს ყველა უხეშ სიტყვას, რაც კი დედის მისამართით უთქვამს და ურჩევს ყველას, მოეფერონ დედებს, სანამ ისინი ცოცხლები არიან.
ნინიმ 2020 წელს ორივე მშობელი დაკარგა. წლის დასაწყისში მამა, დეკემბერში კი კორონავირუსით დედა გარდაეცვალა. ნინი შერმადინს მამა აპრილში გარდაეცვალა. როგორც ინტერვიუებში ამბობდა, მას მეოთხე სტადიის ფილტვის სიმსივნე გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაუდგინეს.
ნინი შერმადინი წლებია აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოში საკმაოდ იშვიათად ჩამოდის. მომღერალი ამერიკაში ერთ-ერთ ბანკშია დასაქმებული, თუმცა პარალელურად სიმღერისთვისაც იცლის ხოლმე.
ცნობილ ქართველ მომღერალს თინეიჯერი შვილი ჰყავს. გოგონას მარიამ ციცაგი ჰქვია. ის თბილისში ნინის მშობლებთან ერთად იზრდებოდა. შერმადინი ამერიკაში 8 წლის წინ გაემგზავრა.