გაბუნია: მარტის ბოლომდე მიღებული ვაქცინა საკმარისი იქნება მედპერსონალის სრულად ასაცრელად

© photo: Sputnik / Ilya Naymushin / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ის დოზა, რასაც ქვეყანა მარტის ბოლომდე ელოდება, სამედიცინო პერსონალის იმუნიზაციისთვის სრულად საკმარისი იქნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვა

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვა – პირველ ეტაპზე ქვეყანა 43 200 დოზას მიიღებს. რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, საქართველო ვაქცინის პირველ პარტიას – 29 250 დოზას 22 მარტის შემდეგ ელოდება.

გაბუნიას განმარტებით, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მომდევნო კვირაში, 15 მარტიდან დაიწყება და საწყის ეტაპზე მედპერსონალის 57 ათასი წარმომადგენელი აიცრება.

„ვაქცინა განაწილდება იმ დიდ ქალაქებსა და დიდ რაიონულ ცენტრებში, სადაც 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დარეგისტრირებული... სამედიცინო პერსონალი იქნება ინფორმირებული – როდის და სად უნდა მივიდეს, რათა ჩაიტაროს ვაქცინაცია. აქვე მოხდება მეორე ვიზიტის დაგეგმვაც“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, დაიწყება მედპერსონალის რეგისტრაცია და დაინერგება რიგების მართვის მოდელი.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

როგორც ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში ვაქცინაციის გეგმა არ იცვლება – პირველ რიგში აცრა სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. თუმცა, პრიორიტეტული ჯგუფები თავად მედპერსონალს შორისაც განისაზღვრება. პირველ რიგში აცრა ჩაუტარდება იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებთან უშუალო კონტაქტში არიან: კოვიდ-კლინიკებისა და სასწრაფო დახმარების მედიკოსებს.

ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მზადაა 9 სამედიცინო დაწესებულება, რომელთა რაოდენობა ახლო მომავალში 15-მდე გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0