თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინას 13 მარტიდან ეტაპობრივად მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტის ბოლოსთვის გადაიდო.
„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით, შაბათიდან, 13 მარტიდან საქართველოს ვაქცინები ეტაპობრივად მოეწოდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანა პირველ ეტაპზე AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.