ოპოზიციურმა პარტიამ „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ ერევანში პარლამენტის შენობის პიკეტირება მოახდინა. ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან მთელი ღამე გაათენეს, დილისთვის კი ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატებისთვის შენობაში შესვლაში ხელის შეშლა დაგეგმეს.
დემონსტრანტებმა ნაგვის კონტეინერებით ბარიკადები მოაწყვეს და კარვები გაშალეს პარლამენტის შესასვლელთან. ოპოზიციონერებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირებები, თუმცა სერიოზული შეტაკება არ მომხდარა. ადგილზე გადაიგზავნა პოლიციის დამატებითი ძალები.
სომხეთში შიდაპოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გაღვივდა, რაც საჰაერო ძალების გენშტაბმა 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. პრემიერმა გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა და ხელი მოაწერა გენშტაბის ხელმძღვანელის პოზიციიდან ონიკ გასპარიანის გათავისუფლებას. თუმცა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა არ მოაწერა დოკუმენტს ხელი და პრემიერის აპარატს პრეტენზიებით მიმართა.