სომხეთის პარლამენტში ოპოზიციონერები შეიჭრნენ – სომხური პროტესტის „ცხელ-ცხელი“ ფოტოები

გამოწერა
სომხეთში 9 მარტის საღამოს ოპოზიციამ ქვეყნის პარლამენტის ბლოკირება გადაწყვიტა. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალაში მოვლენების ამსახველი სურათები.

ოპოზიციურმა პარტიამ „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ ერევანში პარლამენტის შენობის პიკეტირება მოახდინა. ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან მთელი ღამე გაათენეს, დილისთვის კი ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატებისთვის შენობაში შესვლაში ხელის შეშლა დაგეგმეს.

დემონსტრანტებმა ნაგვის კონტეინერებით ბარიკადები მოაწყვეს და კარვები გაშალეს პარლამენტის შესასვლელთან. ოპოზიციონერებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირებები, თუმცა სერიოზული შეტაკება არ მომხდარა. ადგილზე გადაიგზავნა პოლიციის დამატებითი ძალები.

სომხეთში შიდაპოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გაღვივდა, რაც საჰაერო ძალების გენშტაბმა 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. პრემიერმა გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა და ხელი მოაწერა გენშტაბის ხელმძღვანელის პოზიციიდან ონიკ გასპარიანის გათავისუფლებას. თუმცა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა არ მოაწერა დოკუმენტს ხელი და პრემიერის აპარატს პრეტენზიებით მიმართა.

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsოპოზიციამ პოლიტიკური პარტიის „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ ლიდერ ვაზგენ მანუკიანის მოწოდების შემდეგ სომხეთის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყო
ოპოზიციამ პოლიტიკური პარტიის „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ ლიდერ ვაზგენ მანუკიანის მოწოდების შემდეგ სომხეთის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყო - Sputnik საქართველო
1/14
ოპოზიციამ პოლიტიკური პარტიის „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ ლიდერ ვაზგენ მანუკიანის მოწოდების შემდეგ სომხეთის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყო
© photo: Sputnik / Asatur Yesayantsდემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომაა
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომაა - Sputnik საქართველო
2/14
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომაა
© photo: Sputnik / Asatur Esayantsპარლამენტის შესასვლელთან სანაგვე ყუთებით ბარიკადები აღიმართა და გაიშალა კარვები
პარლამენტის შესასვლელთან სანაგვე ყუთებით ბარიკადები აღიმართა და გაიშალა კარვები - Sputnik საქართველო
3/14
პარლამენტის შესასვლელთან სანაგვე ყუთებით ბარიკადები აღიმართა და გაიშალა კარვები
© photo: Sputnik / Asatur Yesayantsოპოზიციონერები ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატებისთვის შენობაში შესვლაში ხელის შეშლას გეგმავდნენ
ოპოზიციონერები ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატებისთვის შენობაში შესვლაში ხელის შეშლას გეგმავდნენ - Sputnik საქართველო
4/14
ოპოზიციონერები ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატებისთვის შენობაში შესვლაში ხელის შეშლას გეგმავდნენ
© photo: Sputnik / Asatur Yesayantsადგილზე გადაიგზავნა პოლიციის დამატებითი ძალები
ადგილზე გადაიგზავნა პოლიციის დამატებითი ძალები - Sputnik საქართველო
5/14
ადგილზე გადაიგზავნა პოლიციის დამატებითი ძალები
© photo: Sputnik / Asatur Yesayantsოპოზიციონერებსა და სამართალდამცავებს შორის პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირება, თუმცა სერიოზულ შეტაკებას ადგილი არ ჰქონია
ოპოზიციონერებსა და სამართალდამცავებს შორის პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირება, თუმცა სერიოზულ შეტაკებას ადგილი არ ჰქონია - Sputnik საქართველო
6/14
ოპოზიციონერებსა და სამართალდამცავებს შორის პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირება, თუმცა სერიოზულ შეტაკებას ადგილი არ ჰქონია
© photo: Sputnik / Asatur Yesayantsოპოზიციის მხარდამჭერებს დემირჩიანის ქუჩა და ბაგრამიანის გამზირი მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი ქონდათ
ოპოზიციის მხარდამჭერებს დემირჩიანის ქუჩა და ბაგრამიანის გამზირი მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი ქონდათ - Sputnik საქართველო
7/14
ოპოზიციის მხარდამჭერებს დემირჩიანის ქუჩა და ბაგრამიანის გამზირი მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი ქონდათ
© photo: Sputnik / Asatur Esayantsმიტინგის მონაწილეები ბაგრამიანის გამზირზე ერევანში
მიტინგის მონაწილეები ბაგრამიანის გამზირზე ერევანში - Sputnik საქართველო
8/14
მიტინგის მონაწილეები ბაგრამიანის გამზირზე ერევანში
© photo: Sputnik / Asatur Yesayantsასევე ოპოზიცია მოითხოვდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს
ასევე ოპოზიცია მოითხოვდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს - Sputnik საქართველო
9/14
ასევე ოპოზიცია მოითხოვდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს
© photo: Sputnik / Andranik Kazaryanპოლიციის თანამშრომლები და დემონსტრანტები ბაგრამიანის გამზირზე ერევანში
პოლიციის თანამშრომლები და დემონსტრანტები ბაგრამიანის გამზირზე ერევანში - Sputnik საქართველო
10/14
პოლიციის თანამშრომლები და დემონსტრანტები ბაგრამიანის გამზირზე ერევანში
© photo: Sputnik / Asatur Yesayantsნიკოლ ფაშინიანის მიერ რუსულ „ისკანდერებზე“ გაკეთებულ განცხადებას მორიგი საპროტესტო აქციები მოჰყვა. მან განაცხადა, რომ ტექნიკა გაუმართავი იყო საბრძოლო ქმედებების დროს მთიან ყარაბაღში. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს
ნიკოლ ფაშინიანის მიერ რუსულ „ისკანდერებზე“ გაკეთებულ განცხადებას მორიგი საპროტესტო აქციები მოჰყვა. მან განაცხადა, რომ ტექნიკა გაუმართავი იყო საბრძოლო ქმედებების დროს მთიან ყარაბაღში. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს - Sputnik საქართველო
11/14
ნიკოლ ფაშინიანის მიერ რუსულ „ისკანდერებზე“ გაკეთებულ განცხადებას მორიგი საპროტესტო აქციები მოჰყვა. მან განაცხადა, რომ ტექნიკა გაუმართავი იყო საბრძოლო ქმედებების დროს მთიან ყარაბაღში. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს
© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმედიის მონაცემებით, გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ტირან ხაჩატრიანმა პრემიერს დასცინა იმის გამო, რომ ფაშინიანმა ის თანამდებობიდან გადააყენა
მედიის მონაცემებით, გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ტირან ხაჩატრიანმა პრემიერს დასცინა იმის გამო, რომ ფაშინიანმა ის თანამდებობიდან გადააყენა - Sputnik საქართველო
12/14
მედიის მონაცემებით, გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ტირან ხაჩატრიანმა პრემიერს დასცინა იმის გამო, რომ ფაშინიანმა ის თანამდებობიდან გადააყენა
© photo: Sputnik / Asatur Yesayantsშემდეგ გადადგომა შესთავაზეს გენშტაბის უფროს ონიკ გასპარიანსაც, თუმცა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა ბრძანებაზე ხელის მოწერაზე
შემდეგ გადადგომა შესთავაზეს გენშტაბის უფროს ონიკ გასპარიანსაც, თუმცა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა ბრძანებაზე ხელის მოწერაზე - Sputnik საქართველო
13/14
შემდეგ გადადგომა შესთავაზეს გენშტაბის უფროს ონიკ გასპარიანსაც, თუმცა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა ბრძანებაზე ხელის მოწერაზე
© photo: Sputnik / Asatur Yesayantsამასთან მან არ გადაგზავნა ბრძანების პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც სამხედრო სარდლის ავტომატურ გადადგომას მოიაზრებს. სამ მარტს გენშტაბში განაცხადეს, რომ გასპარიანი თანამდებობაზე მინიმუმ 8 დღის განმავლობაში დარჩება
ამასთან მან არ გადაგზავნა ბრძანების პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც სამხედრო სარდლის ავტომატურ გადადგომას მოიაზრებს. სამ მარტს გენშტაბში განაცხადეს, რომ გასპარიანი თანამდებობაზე მინიმუმ 8 დღის განმავლობაში დარჩება - Sputnik საქართველო
14/14
ამასთან მან არ გადაგზავნა ბრძანების პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც სამხედრო სარდლის ავტომატურ გადადგომას მოიაზრებს. სამ მარტს გენშტაბში განაცხადეს, რომ გასპარიანი თანამდებობაზე მინიმუმ 8 დღის განმავლობაში დარჩება
ყველა ახალი ამბავი
0