რაგბის კავშირი ყრილობას მართავს – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია Expo Georgia–ს ტერიტორიაზე
პოლიცია Expo Georgia–ს ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრთან, სადაც რაგბის კავშირის ყრილობა უნდა გაიმართოს, ვითარება უკვე დაძაბულია – დელეგატების გარდა ადგილზე გულშემატკივრებიც იკრიბებიან.

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრთან პოლიციის გაძლიერებული რაზმებია მობილიზებული. აქ მალე დაიწყება საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა, სადაც ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ნელ-ნელა იკრიბებიან დელეგატები, ხოლო ახლო მდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების რაოდენობა იმატებს.

რაგბის კავშირში დაძაბულობის გათვალისწინებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ წინასწარ მიმართა საქართველოს შსს-ს თხოვნით, რომ უწყებამ ყრილობის მუშაობის დროს წესრიგი და უსაფრთხოება უზრუნველყოს.

რაგბი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
რაგბის კავშირი პრეზიდენტის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდება

კავშირის ყრილობა მიმდინარე წლის 24 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ის 10 მარტისთვის გადაიდო. პოსტზე ერთადერთი დარეგისტრირებული კანდიდატი – ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე იყო.

მმართველობის წევრთა ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს უკვე აირჩია ლეგიტიმური პრეზიდენტი და ის ირაკლი აბუსერიძეა.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ აბუსერიძეს რეგისტრაციაზე უარი განუცხადა, რის მიზეზადაც არჩევნების ჩატარების არასწორი ვადები დაასახელა.

კავშირის წესდებით, შემდეგი ყრილობა პირველი ყრილობიდან არაუგვიანეს 30 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს. თუმცა ხელმეორე შეკრება მხოლოდ 10 თვეში გაიმართა, რაც გახდა კიდეც აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი.

რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალა - ვიდეო>>

ირაკლი აბუსერიძის მომხრეები აქტიურად აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ პრეზიდენტად სხვა კანდიდატის არჩევას. ისინი აცხადებენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რაგბის კავშირის შიდა საქმეებში ერევა და პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატის არჩევას ცდილობს.

ყველა ახალი ამბავი
0