რაგბის კავშირი პრეზიდენტის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდება

© Sputnik / STRINGERრაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
სპორტულ ორგანიზაციაში ორი ერთმანეთს დაპირისპირებული ბანაკია, თითოეულს პრეზიდენტის სავარძელში თავისი კანდიდატის ხილვა სურს. სწორედ ამიტომ რაგბის კავშირი უკვე დიდი ხანია ვერ ახერხებს ყრილობის ჩატარებას.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევას კიდევ ერთხელ 10 მარტს შეეცდებიან.

ყრილობის წინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დესტრუქციული მოქმედებებისგან და შეინარჩუნონ რაგბის ოჯახის ღირსება.

რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალა - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალა - ვიდეო

„სამინისტრო ყოველთვის ყველა სპორტულ ორგანიზაციას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი დაძაბულობის შემთხვევაში იმოქმედოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში. ნებისმიერი დაპირისპირება ეწინააღმდეგება როგორც სპორტულ პრინციპებს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს კანონებს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, რაგბის კავშირმა განცხადებით მიმართა შსს-ს, სადაც უწყებას სთხოვს, უზრუნველყოს უსაფრთხოება ხვალინდელ ყრილობაზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში გაიმართება.

რაგბის კავშირი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან, „განხორციელებული დესტრუქციული ქმედებებისა და განცხადებებიდან" გამომდინარე, მოუწოდებს „ერთი კონკრეტული ჯგუფის" წევრებს, რომ არ გასცდნენ სამართლებრივ სივრცეს.

„მოვუწოდებთ მათ, რომ დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში! თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და მისცენ საქართველოს რაგბის კავშირს კანონიერად დანიშნული, ნამდვილ წევრთა კრების ჩატარების შესაძლებლობა, რათა ამ ქმედებებიდან გამომდინარე არ მოხდეს მეტად ქართული რაგბის სახელის შელახვა!“ – ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
საქართველოს რაგბის კავშირში სკანდალი გრძელდება: სპორტსმენების პროტესტი იუსტიციის სახლთან

კავშირის ყრილობა მიმდინარე წლის 24 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, მაგრამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ აბუსერიძეს რეგისტრაციაზე უარი განუცხადა, რის მიზეზადაც არჩევნების ჩატარების არასწორი ვადები დაასახელა.

კავშირის წესდებით, შემდეგი კრება პირველი ყრილობიდან არაუგვიანეს 30 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს. თუმცა ხელმეორე კრება მხოლოდ 10 თვეში გაიმართა, რაც გახდა კიდეც აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი.

ირაკლი აბუსერიძის მომხრეები აქტიურად აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ პრეზიდენტად სხვა კანდიდატურის არჩევას. ისინი აცხადებენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რაგბის კავშირის შიდა საქმეებში ერევა და პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატის არჩევას ცდილობს.

ყველა ახალი ამბავი
0