საქართველოს რაგბის კავშირში სკანდალი გრძელდება: სპორტსმენების პროტესტი იუსტიციის სახლთან

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაში არ მიიღო ოქმი, რადგან მიიჩნია, რომ ყრილობა წესების დარღვევით ჩატარდა

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. თბილისში, იუსტიციის სახლთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა - მორაგბეები და სხვადასხვა სპორტული კლუბების წარმომადგენლები იქ მივიდნენ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილების მოსასმენად, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძის რეგისტრაციას უკავშირდება.

ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტად 2020 წლის 30 დეკემბერს აირჩიეს. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 20 კლუბის წარმომადგენლებმა, რომელთაც საერთო ჯამში 43 ხმა აქვთ. აბუსერიძეს მხარი 31-მა დელეგატმა დაუჭირა, ხოლო ყოფილ პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს – 10-მა.

ირაკლი აბუსერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2020
ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი გახდა

არჩევნებიდან ერთ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა ოქმი, რადგან მიიჩნია, რომ ყრილობა წესების დარღვევით ჩატარდა. აბუსერიძემ ეს გადაწყვეტილება 22 იანვარს გაასაჩივრა.

რეესტრმა საჩივრის განხილვას დღეს შეუდგა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება 21 თებერვლამდე უნდა გამოქვეყნდეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მთავარი მიზეზია არჩევნების ჩატარების არასწორად შერჩეული ვადები. საქართველოს რაგბის კავშირი პირველ კრებას 2020 წლის 24 თებერვალს ატარებდა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო კრება არ შედგა.

კავშირის წესდებით, მომდევნო კრება პირველიდან 30 დღის ვადაში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა ის 10 თვის შემდეგ ჩატარდა, რაც ირაკლი აბუსერიძისთვის უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სამართლიანობის აღსადგენად ბოლომდე იბრძოლებენ, რადგან რაგბის კავშირს ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი და ეს ირაკლი აბუსერიძეა.

დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2020
საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

აქციაზე ისმოდა ბრალდებები სპორტის სამინისტროს მისამართითაც, თითქოს ხელსუფლება კავშირის პრეზიდენტის არჩევნების შედეგით დაინტერესებულია.

სამწუხაროა, რადგან სამინისტროს თავიდან სხვა პოზიცია ჰქონდა. ჩვენ ვიბრძოლებთ, რათა ჩვენი სიმართლე ბოლომდე გავიტანოთ. რა თქმა უნდა, კონსტრუქციულად ვიმოქმედებთ და არანაირ არეულობას არ ვგეგმავთ, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ირაკლი აბუსერიძის საჩივარზე სხდომა 15:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მის დასრულებას არ დაელოდნენ და დაიშალნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამოქმედო გეგმას რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით დასახავენ.

ყველა ახალი ამბავი
0