საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 32 წლის ხარაზიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, რაგბის კავშირის შენობაში მომხდარი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

კავკასიის სამედიცინო ცენტრი - Sputnik საქართველო
რა მოხდა რაგბის კავშირში – შსს-მ გამოძიება დაიწყო

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაგბი-7-ის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი დაჭრეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა დღევანდელი ინციდენტი რაგბის კავშირში ბოლო დროს გამწვავებულ ვითარებას.

პოლიციამ 51 წლის ბესელია მცხეთაში დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 32 წლის ხარაზიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.

გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რაგბის კავშირში პრობლემები დაიწყო აგვისტოს დასაწყისში, როდესაც 31 კლუბის წარმომადგენლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი კავშირის ხელმძღვანელობას სთხოვდა ბოლო ოთხი წლის ფინანსური ანგარიში ჩაებარებინა.

ყველა ახალი ამბავი
0