დაპირისპირება „ექსპო ჯორჯიასთან“ – არჩევნების ჩატარების მორიგი მცდელობა რაგბის კავშირში

© Sputnik / Alexander Imedashviliშეხლა–შემოხლა Expo Georgia–ს ტერიტორიაზე
შეხლა–შემოხლა Expo Georgia–ს ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეთა გაღიზიანება ადგილზე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლამ გამოიწვია.

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. „ექსპო ჯორჯიასთან“ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აქცია, რომელსაც ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები მართავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

© Sputnik / Alexander Imedashviliშეხლა–შემოხლა Expo Georgia–ს ტერიტორიაზე
დაპირისპირება „ექსპო ჯორჯიასთან“ – არჩევნების ჩატარების მორიგი მცდელობა რაგბის კავშირში - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
შეხლა–შემოხლა Expo Georgia–ს ტერიტორიაზე

„ექსპო ჯორჯიაში“ ამ წუთებში საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, მაგრამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ აბუსერიძეს რეგისტრაციაზე უარი განუცხადა, რის მიზეზადაც არჩევნების ჩატარების არასწორი ვადები დაასახელა.

© Sputnik / Alexander Imedashviliშეხლა–შემოხლა Expo Georgia–ს ტერიტორიაზე
დაპირისპირება „ექსპო ჯორჯიასთან“ – არჩევნების ჩატარების მორიგი მცდელობა რაგბის კავშირში - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
შეხლა–შემოხლა Expo Georgia–ს ტერიტორიაზე

აქციის მონაწილეთა აღშფოთება ამ ეტაპზე ერთადერთი კანდიდატის სოსო ტყემალაძის ადგილზე გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც შენობაში შევიდა. ამის შემდეგ აბუსერიძის მომხრეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და დარბაზში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ საბოლოოდ მათი შეკავება შეძლო. ადგილზე იმყოფება საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე და ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი სიმონ მაისურაძეც, რომელმაც მედიასაშუალებებთან კომენტარი გააკეთა.

 Expo Georgia–ს ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
შსს: რაგბის კავშირის ყრილობაზე ნებისმიერი პროვოკაცია აღკვეთილი იქნება

„გარედან მოლით მივაწექით, გვინდოდა ყრილობა ჩაგვეშალა, მაგრამ ისინი მაინც შეიპარნენ და ისე ატარებენ ყრილობას. ყრილობა არალეგიტიმურია, რომელსაც არ ვაღიარებთ. ასეთი გზით რაგბიში მოსვლა დაუშვებელია“, – განაცხადა მაისურაძემ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სამართალდამცველებისა და მომიტინგეების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ირაკლი აბუსერიძის მომხრეები უკვე დიდი ხანია აქტიურად გამოთქვამენ პროტესტს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით და ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ პრეზიდენტად სხვა კანდიდატურის არჩევას. ისინი აცხადებენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რაგბის კავშირის შიდა საქმეებში ერევა და პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატის არჩევას ცდილობს.

ყველა ახალი ამბავი
0