ნაქერალას უღელტეხილზე სატვირთოების მოძრაობა აიკრძალა

© Sputnik / Alexander Imedashviliტექნიკა გზაზე
ტექნიკა გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
გამოწერა
აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვა ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, 7 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი, ზღვაზე 3-4 ბალის შტორმია მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0