გოგი წულაია „თავისუფალი საქართველოს“ რიგებს ტოვებს

© photo: Gogi Tsulaia / FBოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია „თავისუფალი საქართველოს“ რიგებს ტოვებს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია „თავისუფალი საქართველოს“ რიგებს ტოვებს

 - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
გამოწერა
პოლიტიკოსი არ გამორიცხავს სხვა პარტიის რიგებში შესვლას ან ახლის შექმნას. მან ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.

თბილისი,  7 მარტი – Sputnik. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ გადაწყვიტა დატოვოს პარტია „თავისუფალი საქართველო“ და გააგრძელოს, მისი თქმით, უფრო ეფექტური ბრძოლა დღევანდელ ხელისუფლებასთან. ამის შესახებ პოლიტიკოსმა განაცხადა ბრიფინგზე, რომელიც ღია ცის ქვეშ ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობასთან გამართა.

გოგი წულაია - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2019
გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ვარსკვლავი გაუხსნა

წულაიას თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში უკეთესი შედეგების მიღწევას დამოუკიდებლად შეძლებს.

„მრავალი წელია ერთად ვიბრძვით. მაგრამ დადგა ის ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა „ამპლუით“ ვებრძოლო ამ ხელისუფლებას სრულ გამარჯვებამდე“, - განაცხადა წულაიამ.

წულაია არ გამორიცხავს სხვა პარტიის რიგებში შესვლას ან ახლის შექმნას. მან ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ გოგი წულაიას წარმატება უსურვა. წულაია პარტიის თანათავმჯდომარის პოსტს იკავებდა და იმერეთში რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი იყო.

„თავისუფალი საქართველო“ - კონსერვატიული მიმართულების პარტიაა, რომელიც 2010 წელს კახა კუკავამ და მისმა თანამოაზრეებმა დააარსეს. პარტია საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც ხელისუფლებისადმი „კონსტრუქციულ ოპოზიციას“ და ემხრობა სამართლებრივ რეფორმას, ჯანდაცვისა და განათლების სექტორებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას, მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და რუსეთთან კონფლიქტების მოგვარებას.

ყველა ახალი ამბავი
0