თბილისი, 7 მარტი - Sputnik. კახეთში საშინელი ტრაგედია მოხდა - თელავში, გოშაძის ქუჩაზე 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა და მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.
ტრაგედიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) მიმდინარეობს.