საქართველოში სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო

© photo: Sputnikსახელმძღვანელო
სახელმძღვანელო - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
იმისათვის, რომ გრიფირების პროცესი წარმატებული იყოს, განათლების სამინისტრომ გაზარდა სახელმძღვანელოების ხარისხის და შინაარსის გაუმჯობესების დრო.

 

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ IX კლასის ყველა საგნისა და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე. 

სკოლისთვის მზადება - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
ჩხენკელი: სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან

გრიფირება - სახელმძღვანელოების შექმნის პირველი ეტაპია, რომლის დროსაც სახელმწიფო კომისიის ექსპერტები აფასებენ მის ხარისხს. ისინი განსაზღვრავენ, თუ რომელი წიგნები აკმაყოფილებს ქვეყნის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და რომელი არა.

გრიფირების პროცესი სრულად ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ასევე,  სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის მშობლების ჩართულობაც იქნება შესაძლებელი.

 კერძოდ,  გრიფირების ელექტრონულ პორტალზე (https://grifireba.emis.ge) 18 მარტის ჩათვლით საჯაროდ იქნება განთავსებული ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი), ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სახელმძღვანელოების შინაარსს და გააკეთოს კომენტარი. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულ კომენტარებს სახელმძღვანელოების შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფები განიხილავენ. 

მოსწავლეები წიგნებით - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2017
სასკოლო სახელმძღვანელოები: გრიფირების ახალი წესები

„რეცენზირების I ეტაპი მაისში, ხოლო II ეტაპი კი ივნისის დასაწყისში დასრულდება. სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 18 ივნისამდე იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლა არჩევანს რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წელს სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით 54 განაცხადი გაკეთდა, საიდანაც 53-მა გადალახა პირველი საფეხური და რეცენზირების ეტაპზე გადავიდა. გარდა ამისა, პირველად გრიფირების ისტორიაში შესაფასებლად წარმოდგენილია I-IV კლასების აფხაზური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.

სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

სახელმძღვანელოების გასაუმჯობესებლად უწყება გრიფირების პროცესს ახალი კონცეფციის მიხედვით ახორციელებს, რის შედეგადაც მოსწავლეები მიიღებენ წიგნებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულს როგორც შინაარსით, ასევე ტექნიკური პარამეტრებით.

ყველა ახალი ამბავი
0