საქართველოს კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება

© Алгетский национальный паркალგეთის ეროვნული პარკი
ალგეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
ახალი ცივ–გომბორის აღკვეთილის ტერიტორია 6 ათას ჰექტარს მოიცავს. მისი უნიკალური ბუნება მრავალ ტურისტს მიიზიდავს.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელი იზრდება – ქვეყანაში კიდევ ერთი ასეთი ნაკრძალი გაჩნდება.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მტკირალას ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გურიაში ახალი ეროვნული პარკის დაარსება იგეგმება

კანონპროექტი განსაზღვრავს „მარიამჯვრის“ დაცული ტერიტორიების ფართობსა და საზღვრებს, რომელიც მოიცავს უკვე არსებულ „მარიამჯვრის“ სახელმწიფო ნაკრძალს, ასევე ახლადშექმნილ ცივ-გომბორის აღკვეთილს და მთელ ტერიტორიას მიენიჭება „ცივ-გომბორის აღკვეთილის“ სტატუსი. ქვეყანას დაემატება კიდევ ერთი დაცული ტერიტორია, რომლის საერთო ფართობი 6 ათას ჰექტრამდე იქნება.

„ცივ-გომბორის აღკვეთილისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი სახეობები. ასევე საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელი მურა დათვი, ასევე გვხვდება კეთილშობილი ირემიც“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიას საკვანძო ადგილმდებარეობაც უკავია – ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ შუამთა, თელავი, წინანდალი და უძველესი ისტორიული ნაქალაქარი ჭერემი. ხოლო „ბებერი კლდის“ მიდამოებში წარმოდგენილია ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც არ მოიპოვება.

შვლები ფშავ-ხევსურეთში - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
ფოტოსესია ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში: შვლები პოზირებენ

აღნიშნულ ტყეებს წელიწადის ნებისმიერ დროს – ზამთარსა და ზაფხულში აქვს თვითმყოფადი მიკროკლიმატი გაჯერებული უარყოფითი იონებით და ფიტოციდებით, სადაც არის იდეალური გარემო ვიზიტორების ჯანსაღი დასვენებისა და ჯანმრთელობის აღდგენისთვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ადგილი კლიმატური მნიშვნელობის პულმონოლოგიურ, კარდიოლოგიურ, ნევროლოგიურ და პროფილაქტიკური მნიშვნელობის საკურორტო ტერიტორიაში შედის. შესაბამისად, ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს და ის 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0