ფოტოსესია ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში: შვლები პოზირებენ

© photo: Agency of Protected Areas (Georgia) / FBშვლები ფშავ-ხევსურეთში
შვლები ფშავ-ხევსურეთში - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
გამოწერა
შვლების ოდნავ გაკვირვებული მზერა და მზადყოფნა - კამერამ მოასწრო ამ უსაყვარლესი ცხოველების აღბეჭდვა

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. შვლების ფოტო, რომლებიც ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში სეირნობენ, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გამოჩნდა.

„ულამაზესი შვლები ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ტყის ჰარმონიული ხმებით ტკბებიან“, - მიწერილია ფოტოზე.

პარკი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე. მისი საერთო ფართობია 75,8 ათასი ჰექტარი.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები შეიქმნა 2014 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეროვნული მნიშვნელობის და უზარმაზარი ბუნებისდაცვითი და ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიების საცხოვრებელი გარემოს დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი მოიცავს მდინარეების: ასას, არღუნის, ანდაქისწყლის და ფშავის არაგვის ხეობებს. ეროვნული პარკი გამორჩეულია მთისთვის დამახასიათებელი საინტერესო ლანდშაფტებით და ბუნებრივი წარმონაქმნებით (როშკის ლოდები, ტანიეს ტბა)  და შუა საუკუნეების დროინდელი კულტურული მემკვიდრეობით: შატილი, მუცო, არდოტი, ხახაბო და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0