საქართველოში მედიაციის პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი დამკვიდრდება

© photo: Sputnik / Stringerადამიანი კომპიუტერთან
ადამიანი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
მემორანდუმის მიზანი მედიაციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და ამ მიმართულებით უწყებებს შორის თანამშრომლობაა.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. იუწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

მემორანდუმის მიზანი მედიაციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და ამ მიმართულებით უწყებებს შორის თანამშრომლობაა.

მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.

კანონის და მართლმსაჯულების სიმბოლო - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
რა უნდა ვიცოდეთ მედიაციის, ანუ დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ

მედიატორის პროფესია ოფიციალურად საქართველოში ერთი წელია არსებობს. გასული წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“, რომელიც ყველა ლიცენზირებულ მედიატორს აერთიანებს.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის განმარტებით, მედიაცია ეს არის მექანიზმი, რომელიც მხარეებს დავის სასამართლო საქმისწარმოების გარეშე გადაწყვეტის შესაძლებლობას აძლევს.

„მედიაციის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მისი კონფიდენციალური ბუნებაა და ეს მემორანდუმიც სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფის მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს, რაც მედიაციის პროცესს კიდევ უფრო უსაფრთხოს და სანდოს გახდის”, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ირაკლი ყანდაშვილმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში კი მიესალმებიან საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინიციატივას და ძალისხმევას – მედიაციის ინსტიტუტის განვითარების პირველივე ეტაპზე დაამკვიდროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი და უზრუნველყოს ამ პროცესში ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულების დაცვა, როგორიცაა კონფიდენციალობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ყველა ახალი ამბავი
0