გაწყვეტს თუ არა საქართველო „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეთანხმებას თურქულ კომპანიასთან

© photo: Sputnik„ენგურჰესი"
„ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
უახლოეს პერიოდში საქართველოში დაიწყება მოსახლეობის ინფორმირების კამპანია ჰესის მშენებლობის პროექტის შესახებ.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. შეთანხმება საქართველოსა და თურქულ კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, თუ ინვესტორი საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, თუმცა ის ჯერჯერობით ამ ვალდებულებებს ასრულებს. ამის შესახებ „პირველ არხთან“ ინტერვიუში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა.

საპროტესტო აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
EMC: ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებლობის საწარმოებლად თურქული კომპანია ENKA მოიწვია.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.

ამავდროულად „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ ადგილობრივი მცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. ისინი ოთხ თვეზე მეტია, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და სამშენებლო სამუშაოებთან ახლოს კარვების ქალაქიც მოაწყვეს.

ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობა განახლდა: ხეობაში ტექნიკა პოლიციის თანხლებით შევიდა>>

მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება, რადგან ტერიტორიის გეოლოგიური პირობები საკმარისად არ შეისწავლეს და პროექტის შემუშავებისას შეცდომები იქნა დაშვებული.

ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო

ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოსა და კომპანია ENKA-ს შორის ხელშეკრილების მომზადებისას საუკეთესო სპეციალისტები მოიწვიეს და სახელმწიფოს ინტერესები დაცულია.

უახლოეს მომავალში კომპანია დეტალურ, დასაბუთებულ პასუხს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) განცხადებას და დაიწყებს პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, რადგან ადამიანებს უჩნდებათ კითხვები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს, აღნიშნა ჩიქოვანმა.

„ამ ხელშეკრულების მომზადებაში საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული სახელმწიფოს მხრიდან და, მერწმუნეთ, ყველა ის ასპექტი, სადაც საჭირო იყო დაგვეცვა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, დაცულია. რაც შეეხება იმ სასაცილო განცხადებას, რომ 15 წლის მერე „ენკა“ ექსპორტზე გაიტანს ელექტროენერგიას, ეს უბრალოდ კომენტარის ღირსიც არ არის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ>>

მისი თქმით, თუ ქვეყანას ზედმეტი ელექტროენერგია აქვს, ის მის ექსპორტირებას იწყებს, მაგრამ საწყის ეტაპზე საუბარია ქვეყნის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე.

ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ფარგლებში 2 ათასი ადამიანი დასაქმდება.

ყველა ახალი ამბავი
0