კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა სამმა აფრიკულმა ქვეყანამ დაარეგისტრირა

© photo: Sputnik / Pavel Livov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა „სპუტნიკ V"
ვაქცინა „სპუტნიკ V - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
მსოფლიო მასშტაბით უკვე 40-ზე მეტმა ქვეყანამ რეგისტრაციაში გაატარა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ანგოლამ, ჯიბუტიმ და კონგოს რესპუბლიკამ დაარეგისტრირეს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკV", ნათქვამია პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის განცხადებაში. ამის შესახებ РИА Новости წერს.

„პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდი აცხადებს ანგოლაში, ჯიბუტისა და კონგოს რესპუბლიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-ს რეგისტრაციის შესახებ. პრეპარატის რეგისტრაცია დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში მოხდა (emergency use authorization, EUA). ამგვარად, „სპუტნიკV" 1,1 მილიარდი მოსახლეობის მქონე 42-მა ქვეყანამ დაარეგისტრირა“, - აღნიშნეს ფონდში.

„სპუტნიკV" სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სამეულში შედის.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ცერცვაძე: კარგი ხარისხის ვაქცინა თუ გვინდა, უნდა მოვითმინოთ

„ვაქცინაცია პანდემიის დასაძლევად მთავარ პირობას წარმოადგენს. „სპუტნიკV"-ს რეგისტრაცია ანგოლაში, ჯიბუტისა და კონგოში მყოფ ჩვენს პარტნიორებს მისცემს წვდომას უსაფრთხო და ეფექტურ პრეპარატზე, რომელიც მთელს მსოფლიოში მაღალი ნდობით სარგებლობს. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების ეროვნული პორტფელების დივერსიფიკაცია „სპუტნიკV"-ს რეგისტრაციის შედეგად - საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მაგალითია, რომლის მთავარი შედეგი გადარჩენილი სიცოცხლეები გახდება“, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

ამჟამად „სპუტნიკV" რეგისტრირებულია რუსეთში, ბელორუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ირანში, გვინეის რესპუბლიკაში, ტუნისში, სომხეთში, მექსიკაში, ნიკარაგუაში, სერბეთის რესპუბლიკაში (ბოსნია და ჰერცოგოვინას ენტიტეტი), მიანმარში, პაკისტანში, მონღოლეთში, ბაჰრეინში, მონტენეგროში, სენტ ვინსენტი და გრენადინებში, ყაზახეთში, უზბეკეთში, გაბონში, სან მარინოში, განაში, სირიაში, ყირგიზეთში, გაიანაში, ეგვიპტეში, ჰონდურასში, გვატემალაში, მოლდოვასა და სლოვაკეთში.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ესაა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი მსოფლიოში პირველი ვაქცინა. პრეპარატი შეიქმნა ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმაზე. კლინიკური კვლევების მესამე ფაზაში „სპუტნიკ V“-მ გამოავლინა 91,6%-იანი ეფექტურობა და უსაფრთხოება. ვაქცინა სრულად იცავს ორგანიზმს ახალი კორონავირუსული ინფექციის მძიმე შემთხვევებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0