„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები

© photo: courtesy of Natia Migriauliხელით მოქარგული აქსესუარი
ხელით მოქარგული აქსესუარი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
„დაქარგული“ ნათია მიგრიაულის სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს თემატურ, ნაქარგებიან აქსესუარებს სთავაზობს.

როგორია ახალბედა სტარტაპერის ისტორია და როგორ გაუმკლავდა ის ბრენდის შექმნის გამოწვევას, როგორ დაიმსახურა მომხმარებლების კეთილგანწყობა, ნდობა – ამ საკითხებზე ნათია თავად გვესაუბრა.

© photo: courtesy of Natia Migriauliნათია მიგრიაული
„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ნათია მიგრიაული

- ჩემი პროფესია დაკავშირებული იყო და არის დიზაინთან და ხელოვნებასთან. დავამთავრე ტანსაცმლის დიზაინი და მოდელირება. დიზაინი ბავშვობიდანვე მიტაცებდა და ყოველთვის მიზნად მქონდა დავუფლებოდი ამ პროფესიას. ასევე ვხატავ და ძალიან მიყვარს სხვადასხვა ორნამენტებზე მუშაობა.

© photo: courtesy of Natia Migriauliხელით მოქარგული ჩანთა
„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ხელით მოქარგული ჩანთა

- ქარგვა როდის შეისწავლეთ და რამდენად საინტერესო პროცესია ეს თქვენთვის?

- მიყვარს სიახლეების ძიება. ყველაფერი ლამაზი და ესთეტიური საინტერესოა ჩემთვის. პანდემიის პერიოდში, როცა ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, დავინტერესდი ქარგვის ხელოვნებით და სურვილი გამიჩნდა შემესწავლა. ვუყურებდი სხვადასხვა ვიდეოებს იუთუბზე, ინსტაგრამზე და ინტერნეტის საშუალებით ვისწავლე ძალიან მალე.

© photo: courtesy of Natia Migriauliხელით მოქარგული ქუდი
„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ხელით მოქარგული ქუდი

იმდენად მომწონდა ეს პროცესი, იმდენი სიმშვიდე და სიამოვნება ვიგრძენი ქარგვის დროს, რომ გადავწყვიტე   სხვადასხვა კომპოზიციები გადამეტანა და მომექარგა აქსესუარებზე. შემდეგ კი ერთ-ერთ ჯგუფში, რომელიც ხელოვნებასთან არის დაკავშირებული, გამოვაქვეყნე ჩემი ნამუშევრები. მსურდა გამეგო ხალხის აზრი, თუ როგორ შეაფასებდნენ თვითნასწავლი ხელოვანის ნამუშევრებს. მართლა არ მეგონა ასეთ დიდ მოწონებას თუ დაიმსახურებდა ჩემი ნამუშევრები. ძალიან თბილი და დადებითი კომენტარები მომდიოდა. პირად შეტყობინებებშიც ძალიან ბევრი მწერდა, თუ როგორ მოსწონდათ ნაქარგები და სურდათ ჩემი ნამუშევრების შეძენა.

© photo: courtesy of Natia Migriauliხელით მოქარგული წინდები
„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ხელით მოქარგული წინდები

ასეთმა დაინტერესებამ რა თქმა უნდა დიდი სტიმული და გამბედაობა მომცა. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე შემექმნა გვერდი „დაქარგული“ და ყველას ჰქონოდა ჩემი ნამუშევრების ნახვის და შეძენის შესაძლებლობა. იდეამ ნამდვილად გაამართლა და შეკვეთებიც საკმაოდ ბევრი მაქვს. მეც ვცდილობ ჩემს მომხმარებლებს იმედები არ გავუცრუო და მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზო.

ამასთან, ყოველთვის მსურდა ისეთ საქმეს შევჭიდებოდი, რომლითაც სულ ოდნავ მაინც მივიღებდი მონაწილეობას ქართული პროდუქტისა და კულტურის პოპულარიზებაში.

© photo: courtesy of Natia Migriauliხელით მოქარგული ქუდი
„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ხელით მოქარგული ქუდი

- რამდენად მოდური და მოთხოვნადია დღეს მოქარგული სამოსი და აქსესუარები?

- მოქარგული აქსესუარები და სამოსის დეტალები დღეს ძალიან მოდური და აქტუალურია. ქარგვამ და ხელნაკეთმა აქსესუარებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ჩვენს საზოგადოებაში. მიხარია, რომ ადამიანები აფასებენ ხელით შესრულებულ ნამუშევრებს. ხელით  ქარგვა დიდ დროს და შრომას მოითხოვს, ამიტომ შესაბამისი დაფასება სჭირდება.

© photo: courtesy of Natia Migriauliხელით მოქარგული ქუდი
„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ხელით მოქარგული ქუდი

- ქარგვის დროს, ფერებთან მიმართებაში თამამი ხართ?

- ფერები, კომპოზიცია,  ნამუშევრის სისუფთავე და ხარისხი არის ის, რაც უნდა შესთავაზო მომხმარებელს. ვცდილობ ჩემი ნამუშევრები მრავალფეროვანი, დახვეწილი და რაც მთავარია ხარისხიანი იყოს.  ერთმანეთს ვუხამებ ნაზ, სადა ფერებს, რადგან შეინარჩუნოს კომპოზიციამ ბუნებრივი სახე. რაც შეეხება  ძაფებს, ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი დეტალია ქარგვის დროს. აუცილებელია ძაფი იყოს ხარისხიანი,  რადგან გარეცხვის დროს არ დაკარგოს ფერი.  DMC-ეს ის ფირმაა, რომელი ძაფებითაც სრულდება ჩემს მიერ დაქარგული ნამუშევრები.

© photo: courtesy of Natia Migriauliხელით მოქარგული ქუდი
„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ხელით მოქარგული ქუდი

- ორსულად ხართ. არ გიჭორთ ამ მდგომარეობაში მუშაობა?

- ამჟამად ვარ  რვა თვის ორსული. აქამდე საერთოდ არ მიჭირდა მუშაობა. ახალი წლის პერიოდში საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მქონდა, ძალიან ბევრი შეკვეთა იყო და ღამის თენებაც კი მიწევდა. ძალიან სასიამოვნოა, როცა ყოველი შეტყობინება ბედნიერებით და მადლიერებით არის სავსე და ეს მაძლევს სტიმულს, ძალას, რომ ჩემი საქმე პირნათლად შევასრულო, ამ მდგომარეობაშიც კი. უკვე მომიწევს, რომ რაღაც პერიოდი შევწყვიტო შეკვეთების მიღება. ალბათ ერთი თვით  შევისვენებ  და შემდეგ ისევ დავბრუნდები ახალი იდეებით და სიახლეებით. მომავალში მინდა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები შევთავაზო ჩემს მომხმარებლებს და ბევრ სიახლეს ვპირდები მათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0