ირაკლი ღარიბაშვილს დავით–გარეჯის საქმეზე სასამართლოში დაკითხავენ

© photo: Sputnikირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, გასული წლის დეკემბერში ერთხელ უკვე გამოიკითხა

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავით-გარეჯის საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში  სასამართლოში დაიკითხება, განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
„რა უბედურება გვჭირს?“ – ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საკითხზე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიის ნაწილის აზერბაიჯანისთვის შესაძლო უკანონოდ გადაცემისთვის ბრალდებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე დღეს არსებითი განხილვა იმართება.

მარიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული საქმე არ არის რიგითი სამართლებრივი საქმე, მას პოლიტიკური შინაარსი აქვს.

„ღარიბაშვილის თანამდებობრივი ცვლილება არსებითად არ ცვლის არაფერს, რადგან ზოგადად პოლიტიკური გუნდი არის დაინტერესებული ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით. თუ ამ დრომდე ამ საქმეში თავდაცვის მინისტრი იკითხებოდა, ახლა პრემიერ–მინისტრი დაიკითხება“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებითაც, საქმის არსებითი განხილვისას ყველა მტკიცებულებას გამოიკვლევენ და დაკითხავენ ყველა მოწმეს, რომელიც მოწმეთა ნუსხაშია.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრობისას დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში 14 დეკემბერს გამოკითხეს. საქმის მასალების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი პირადად და აქტიურად იყო ჩართული შეხვედრებში, სადაც საზღვრის საკითხი განიხილებოდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს საფუძველზე 28 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გირაოს ოდენობა თითოეული მათგანისთვის 20 ათას ლარს შეადგენს. მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა, რომელმაც მათ მიმართ გამოძიება უკვე დაასრულა. 

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0